დროის სიკვდილი

რაოდენ დავხელოვანდით დროის მოკვლაში? ხედავთ, ხალხო? მთელი ეს გასართობი ინდუსტრია ხომ ამას ემსახურება? გიფიქრიათ კი იმაზე რამდენი დრო დაიხარჯა ისე უბრალოდ, არაფრის კეთებაში? წლები? დროის მოკვლა მარტივი გახდა, ადრე თუ ხანჯლით კლავდნენ, ახლა პისტოლეტები და სხვა ცეცხლსატყორცნი იარაღებია.

ზოგი ამბობს არაფრის კეთებას აქვსო აზრი (ბუდდა მემგონი), სხვანი ცოტა დრო დარჩა აპოკალიპსამდე და დროა ყველამ ლოცვა დავიწყოთ, თორემ ვინც არ ილოცებს სამუდამოდ კუპრში დაიწვებაო (ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ), სხვანი საერთოდ ფიქრობენ, რომ არ მოკვდებიან და არაფერს აკეთებენ (მეც ხანდახან).

არადა რამხელა პოტენციალი იმალება ჩვენში? არასოდეს გიფიქრიათ, ვა, რა მაგარი ვარ, როგორი სიმღერა (ლექსი, მოთხრობა, პოსტი, სურათი, ფოტო, პროგრამა, ბავშვი) შევქმენი? ასე რომ, მე მოგიცოდებთ, საკუთარი პიროვნების განვითარებისთვის (ექ ბებერი ნიცშე დამიჭერდა მხარს) ყოველი წამი ავითვისოთ. ჩვენ ეს გვჭირდება. და დროის მკვლელები კი ხელს გვიშლიან ყველანაირად.

ჩვენი მტრები:

1. ტელევიზია რომელიც არ გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას

2. შემდეგი ტიპის ფრაზები: აუ ეხლა მეზარება და ხვალ გავაკეთებ

3. ზოგიერთი ინტერნეტ საიტი (ოდნოკლასნიკები, იუტუბის 90%, ტუპოი ფორუმები სადაც ფლუდავენ)

4. დეპრესიებში ჩავარდნები და არაფრის კეთება არ მინდა, გამანებეთ თავი!-ს ძახილი

ჰოდა მე ვფიქრობ. რათა მოხდეს ჩვენი დიადი გონებით სამყაროს სრული აღქმა უნდა ყოველი წამი დავზოგოთ და გამოვიყენოთ ყველაფერში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.