წყალგაყვანილობა გამიფუჭდა და ხელოსანს დავურეკე, მოდი გამიკეთე, თორემ მეზობლები ლინჩის წესით გამასამართლებდნენ. ეს კი არ მინდოდა. მართლაც არ მიყვარს, როდესაც კუპრს მისმევენ და შემდეგ ბუმბულებში ამომგანგლავენ, ქალაქის ქუჩაში გამათრევენ და დიდი მუხის ტოტზე ჩამომახრჩობენ. არ მიყვარს.
ველოდები ამ კაცს და აი ისიც, საამური კაკუნი კარზე
მივეჭერი ჩემი სახლის ბჭეს და გავაღე. ხელსანია ეს? არა. ეს იყო ვინმე მომღიმარი ქალი. ძალიან არ მინდა ვარდისფერი ფანტაზიები განგიქარვოთ, თითქოს ეს ქალი იყო მკერდსავსე და თეძოსრული ბლონდინკა, რომელმაც მითხრა: ოო, იცით საავადმყოფოდან მოვდივარ და ნიმფომანიის დიაგნოზი დამისვეს. ექიმმა არომატული ზეთის მასაჟები დამინიშნა და მასაჟისტი თქვენ ბრძანდებით?
არა, ასე არ იყო. უარესიც. ამ ქალს რომ ეთქვა ასეთი რამ… ბრრრ. ერთი მწერალის თქმით (ანდჟეი საპკოვსკი), ქალები იყოფა რამოდენიმე კატეგორიად:
1. უკიდურესად სასიამოვნო: ანუ ისეთი, რომელიც ”მოდი ლოგინში გავინავარდოთ” წინადადებზე მყისვე თანხმდება.
2. უბრალოდ სასიამოვნო: ისეთი, რომელიც იგივე წინადადებას მხიარული სიცილით პასუხობს.
3. არც თუ ისე სასიამოვნო: რომლის რეაქციის ამოცნობაც ჭირს.
4. უკიდურესად უსიამოვნო: როდესაც ასეთი წინადადები წამოყენებაზე ფიქრიც კი ორგანიზმში სისუსტესა და სხვა უარყოფით რეაქციებს იწვევს.
ჰოდა ეს ქალი მიეკუთვნებოდა კატეგორიას #4. თანაც ბებერი იყო.
თქვენ ბრძანდებით ფორესტი? (სახელი შეცვლილია კოპირაიტული მოსაზრებების გამო)
კი. (იღიმება, მაგრამ ჯერაც გაზის, წყლის ან დასუფთავების სამსახურის ინკასატორი მგონია)
ძალიან სასიამოვნოა. (ვაი ამ ბოროტ ცხოვრებას რა ვუთხარი, მაგრამ ასეთ რამეს რომ გეტყვის შენს სახლთან მომდგარი უცხო ადამიანი, მაშინვე საშინელი ეჭვები იწყებენ შენი სულის ღრღნას)
???.
და გიფიქრიათ თუ არა როდესმე (მივხვდი ვინც არის), რომ ღმერთს უყვარხართ? (იეღოველი, ბლინ)
ღმერთი არ არსებობს (გაიღიმა, გეგონება რამე ვთქვი სასაცილო)
და მაინც არასოდეს გიფიქრიათ…
ჩემი მისამართი ვინ მოგცათ, ან სახელი საიდან იცით?
იღიმება და გახარებული მაბობს: თქვენ ფორესტი ხართ და თქვენს მეუღლესთან (ჩემი და არის სხვათა შორის) ცხოვრობთ.
მაინც ვინ მოგცათ მისამართი?
დაფიქრდით მთელ იმ ტანჯვაზე, რომელიც ამ სამყაროშია.
ისეთი მზერა ვესროლე, დებილიც მიხვდებოდა, რომ დებილურად იქცევა: პირწავარდნილი ათეისტი ვარ.
მაშინ აი, წიგნს მოგცემთ. (მაწვდის წიგნს, ვაფიქსირებ რომ ეს წიგნი მაქვს)
ეს წიგნი უკვე მაქვს.
ზუსტად ეს წიგნი?
ზუსტად ეს.
კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით. (მიდის)
მე რაღაცას ვბურდღუნებ: ნაჰუამდის და ვკეტავ კარებს.
- – -
ეს უკვე მაფიაა, ამხანაგებო. ვიღაც ყავთ საგღაც, სადაც იციან სტატისტიკური მონაცემები და ეს ვიღაც ინფორმაციას აძლევს. და არ უფლებით აძლევს? ეს აღმაშფოთებელია!
საერთოდ კი ჩემი და იეღოველების ”random encounter”-ბი სულ უფრო კომიკურ ხასიათს იძენს. რადგანაც მგონი მისიონერებს დაბალი ინტელექტის პრინციპით არჩევენ. ვისაც ესენი შეაბავენ ის მართლა დებილია ან სასოწარკვეთილი წყალწაღებული, ვისაც ევთანაზია თუ უშველის. ანუ მათ ეკლესიას რისპექტ ნოლი.
დარჩით ჩვენთან, რადგანაც შემდეგში განვიხილავთ სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ურთიერთობის შედეგად დარჩენილ უარყოფით შტაბეჭდილებებს. (ყველას მოხვდება, ნუ ღელავთ)
მომავალ შეხვედრამდე.